Tuesday, May 3, 2011

„ტყე შეუნახე შვილებსა“...

სასწავლო  პროექტი ბიოლოგიაში

„ტყე  შეუნახე  შვილებსა“...

პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლეებმა უნდა  გაიაზრონ სიცოცხლე,
როგორც შეუქცევადი პროცესი, რომელიც შეწყვეტის შემდეგ აღარ  განახლდება.


პროექტის აქტუალობა:  ცოცხალი ბუნების დაცვა გადაუდებელი და საჭირბოროტო  პრობლემაა, დრო არ იცდის,არა ხვალ  ან ზეგ, არამედ დღესვე უნდა
ჩავებათ ბუნების დაცვის  კეთილშობილურ საქმეში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა დააფიქსირონ,რომ ცოცხალი სამყაროს შესახებ ზუსტი ცოდნის გარეშე ადამიანის სამეურნეო საქმიანობა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს მთელს დედამიწაზე.

მონაწილეთა ასაკი: VII-VIII კლასის მოსწავლეები.

ვადები/ხანგრძლივობა: გაზაფხულზე,მაისი-ივნისის განმავლობაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მისაღებია პროექტის გაფორმების ნებისმიერი ფორმა: ნარკვევი, ჩანახატები, ფოტოსურათები, ინტერვიუების ანალიზი და სხვა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კვლევითი სამუშაოების ჩატარება უმჯობესია მოსწავლეთა საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლომდებარე ტყეში.ამიტომ პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის დავგეგმავ ექსკურსიას ჩვენი სოფლის ტყეში.ბავშვებს წინასწარ გავაცნობ ბუნებაში ქცევის წესებს, წინასწარ განვუმარტავ ექსკურსიის  მიზანს, თითოეულ ჯგუფს მივცემ კონკრეტულ დავალებას.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი: ვინაიდან პროექტი ეკოლოგიური ხასიათისაა, ამიტომ მის შესასრულებლად საჭიროა როგორც შიდასაგნობრივი, ისე საგანთაშორის კავშირების გამოყენება და მოითხოვს გეოგრაფიის და ისტორიის საკითხების განხილვას.
პროექტის  ხელმძღვანელი: ლელა გულარაშვილი
ელ.ფოსტა: lelalela.6118@gmail.com